LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშას დავბრიდავ… ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ“

101

ტელეკომპანია რუსთავი 2  ახალ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან  მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. „ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე“,-ამბობს სავარაუდოდ სუბელიანი ჩანაწერში.

ახალ აუდიოფაილში მირზა სუბელიანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებსაც, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სოზარ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ისევე როგორც მმართველი პარტიის გზები – გაიყო.

ჩანაწერები რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები