LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამა ქალიშვილთან ერთად საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა (ფოტო)

129

ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა ფოტოგრაფებმა მაიამიში დასვენების დროს გადაიღეს. მიშელ ობამა 19 წლის  ქალიშვილის, უახლოესი მეგობრებისა და დაცის წევრების თანხლებით მაიამის სანაპიროზე გამოჩნდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ყოფილი პირველი ლედი არა კლასიკურ სამოსში, არამედ საცურაო კოსტიუმში ვიხილეთ. ობამამ აქცენტი თეთრი ფერის შორტებსა და ტოპზე გააკეთა, რომელიც ასევე თეთრ მოსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ასევე საცურაო კოსტიუმში ვიხილეთ ობამას 19 წლის ქალიშვილი, მალიაც. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტს ხელში ტელეფონი და წიგნი ეჭირა. ფოტოზე არ გამოჩენილა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და არც მისი უმცროსი ქალიშვილი.

ცოტა ხნის წინ კი მიშელ ობამა და მალია მაიამის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს, სადაც ისინი დასასვენებლად ჩავიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები