LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამა საკუთარ პორტრეტზე ვერ იცნეს (ფოტო)

212

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პორტრეტების ნაციონალური გალერეის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაში მიიღეს მონაწილება. ბარაკ და მიშელ ობამებმა პუბლიკას საკუთარი პორტრეტები ოფიციალურად წარუდგინეს.

ექს-პრეზიდენტის პორტრეტის ავტორი ამერიკელი მხატვარი კეჰინდე უაილია. ის გახდა პირველი აფროამერიკელი, რომელმაც ოფიციალურად პრეზიდენტის პორტრეტი დახატა. მიშელ ობამას პორტრეტი კი ემი შერალდს ეკუთვნის. ამ უკანასკნელის მისამართით კრიტიკამაც გაიჟღერა, რადგან ბევრი თვლის, რომ სურათზე გამოსახული ქალი ყოფილ პირველ ლედის არ ჰგავს.  პორტრეტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანების მხრიდან. ბევრი წერს, რომ ამ სურათზე მიშელ ობამას ცნობა შეუძლებელია. ცერემონიაზე ბარაკ ობამა სიტყვით გამოვიდა და იხუმრა, რომ ფოტოგრაფს სთხოვდა, ის ჭაღარა არ გამოეჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები