LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამამ მელანია ტრამპს თეთრი სახლი დაათვალიერებინა (ფოტო)

95

ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრის პარალელურად თეთრ სახლში მიშელ ობამა მელანია ტრამპს ჩაით გაუმასპინძლდა.

მედიას თეთრ სახლში ტრამპების ვიზიტის გაშუქების საშუალება არ მიეცა. არჩეული პრეზიდენტი ცოლთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა, შესაბამისად, ჟურნალისტებმა ისინი ვერც შესვლისას და ვერც გასვლისას ვერ დააფიქსირეს.

ყვითელ კაბინეტში მიშელისა და მელანიას შეხვედრის ფოტოები მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მიშელ ობამამ მელანია ტრამპს რეზიდენცია დაათვალიერებინა.

46 წლის ყოფილი მოდელი, სლოვენიელი მელანია ტრამპი თეთრ სახლში შავი ქურთუკით, შავი ქვედაბოლოთი და   ლაბუტინის შავი ფეხსაცმლით მივიდა.

„მათ ისაუბრეს ბავშვების აღზრდის შესახებაც. პირველი ლედის ორივე შვილმა ბავშვობის უმეტესი წელი თეთრ სახლში გაატარა, ახლა კი ბავშვობის უმნიშვნელოვანეს წლებს საპრეზიდენტო რეზიდენციაში მელანიას შვილი გაატარებს,“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

3a3f7b7000000578-3925486-first_lady_michelle_obama_met_her_successor_this_afternoon_greet-a-3_1478827790553

3a3eb57c00000578-3925486-picturesque_the_couple_met_with_house_speaker_paul_ryan_who_show-a-18_1478827878937

3a3ebbce00000578-3925486-political_duties_president_elect_donald_trump_and_future_first_l-a-7_1478827790672

3a3ec18b00000578-3925486-first_couple_melanie_and_donald_held_hands_as_they_walked_alongs-a-6_1478827790622

3a3efa5f00000578-3925486-united_front_the_two_posed_for_plenty_of_pictures_together_durin-a-17_1478827858201

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები