LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ უილიამსი უცნობ მამაკაცთან და ქალიშვილთან ერთად რომის ქუჩებში გადაიღეს

520

მიშელ უილიამსის ახალი რომანის შესახებ ქსელში ადრეც დაიწერა, თუმცა მის რჩეულზე ამ დრომდე არაფერია ცნობილი. პაპარაცებმა მსახიობი რომში დააფიქსირეს, სადაც ის რიდლი სკოტის ახალი ფილმის „All The Money in the World“ გადაღებებზე იმყოფება.

პაპარაცებმა მიშელი არა გადასაღებ მოედანზე, არამედ რომის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ის თავის რჩეულთან და 12 წლის ქალიშვილთან, მატილდა ლეჯერთან ერთად Campo De’Fiori-ის ბაზარში პროდუქტებს არჩევდა.

მამაკაცის შესახებ არაფერია ცნობილი. გარკვეული არც ის არის, რამდენ ხანს გრძელდება წყვილის რომანი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ და ურთიერთობაც სერიოზული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ბოიფრენდს, ჯეისონ სიგელს მიშელი 2013 წელს დაშორდა. მანამდე მას 2004-2007 წლებში რომანი ჰიტ ლეჯერთან ჰქონდა, რომელთანაც ქალიშვილი შეეძინა. ეს უკანასკნელი 2008 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები