LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტარბიში 100 მლნ–ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

101

30 წლიანი  პაუზის შემდეგ კურორტი მიტარბი კვლავ მიიღებს ვიზიტორებს – 25 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  კურორტი მიტარბი ოფიციალურად გახსნა.

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი  საბაგირო და ერთი ბიგელი აშენდა.  მშენებლობა “Black sea Group”-მა განახორციელა, კურორტზე დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, „Doppelmayr”-ის საბაგირო.

მიტარბში ასევე  აშენდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები,  რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.

პროექტი  სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება.

კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ  48 მილიონი ლარით დააფინანსა,  კერძო ინვესტორი კი, კომპანია „ახალი მიტარბი“ 70 მილიონი ლარის ინვესტიციას  განახორციელებს. ეს სამთო-სათხილამურო  ტურიზმის აღორძინების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა.

 

პოპულალურები