LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრა, რომ არც მანამდე და არც ახლა ბავშვს ფილტვების ანთება არ ჰქონია“ – ბავშვის დედა ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

309

ანა ედილაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, როგორ გაუცივდა შვილი, რა მკურნალობა ჩაიტარა ერთ-ერთ ექიმთან და რა გართულებები მოჰყვა ამ ყველაფერს. ის ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველას არ მისცეს კლინიკების გახსნის საშუალება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი გაჭირვების და გაგიჟების ისტორია რომ არ დავწერო, არ შეიძლება. საერთოდ ვფიქრობ, რომ საქართველოში რაც ხდება, მით უმეტეს კლინიკებში, საავადმყოფოებში და ჯანდაცვის სფეროში, ზოგადად, რეაგირების გარეშე არაფერი უნდა დარჩეს.

დაახლოებით 2-3 კვირის წინ ბავშვი გამიცივდა, სურდო და ხველება ჰქონდა, სოფო სულავას პაციენტია და პულმიკორტის ინჰალაციები გავუკეთე, პლუს დექსამეტაზონი დავალევინე 3 ამპულა სასუნთქი გზების შეშუპების გამო. ვუმკურნალე ბავშვს და ცოტა ხანში 38 მისცა სიცხემ… ისევ წავიყვანე სოფოსთან „მედიქლაბში“, გადავუღე რენტგენი და მითხრეს რომ ფილტვების ანთება ჰქონდა, იმ დღესვე დავიწყეთ უძლიერესი ანტიბიოტიკით – როცეფინით მკურნალობა, პლუს გადასხმასაც ვუკეთებდით… 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ მორიგე ექიმი მეუბნება, რომ ბავშვს ფილტვებში არაფერი აქვს და მხოლოდ ნარჩენია, რომლისთვისაც დაუნიშნეს ბიმაქსით მკურნალობა 5 დღით… იქიდან წამოსვლიდან მეორე დღეს მისცა მაღალმა სიცხემ, პირღებინება ხანდახან ხველის გამო მანამდეც ჰქონდა, კუჭშიც ხშირად გადიოდა… განავალში მოხვედრილმა წამლებმა კანი სულ დაუშუშხა და დაუსია. („მედაქლაბის“ მორიგე ექიმი კი მეუბნება, რომ თურმე ბავშვი ყოველ ჩასვრაზე უნდა ჩავბანო და მარიგებს ჭკუას, არც კი ჩათვალა საჭიროდ, ანტიბიოტიკისთვის დაებრალებინა ბავშვის ასეთი მდგომარეობა).

მოკლედ, მაღალი სიცხეებით, მივარდნილი ბავშვი შემოვიყვანე„ გლობალ მედში“ სოფო სულავას რეკომენდაციით… ვანახე ძველი რენტგენი, ავუხსენი ბავშვის მდგომარეობა თავიდან ბოლომდე, დაუდგეს გადასხმა, გაუკეთეს სისხლის, შარდის ანალიზი… განსაკუთრებული არაფერი სჭირდა, მაგრამ აღნიშნული დიაგნოზებით დავაწვინეთ.. მე-5 დღეა, ყველა მორიგე ექიმისგან სხვადასხვა პასუხები მესმის… ისიც არ ვიცი, დავუჯერო თუ არა ამათ ნათქვამსაც. ერთ-ერთმა ექიმმა გადახედა რენტგენს და მითხრა, რომ არც მანამდე და არც ახლა ბავშვს ფილტვების ანთება არ ჰქონია და სულ ტყუილად ვუმკურნალე ბავშვს… ამან სულ გამაგიჟა და გამაცოფა…ბავშვი დამისუსტდა უარესად იმუნიტეტი აღარ შერჩა..  აქაც მკითხაობენ რაღაცებს  როგორც გავიგე ახლა, რენტგენი არ ჰქონიათ იმდენად კარგი, რომ ვირუსი ან ანთება დაინახოს, სამწუხაროდ, აქ არსებული არაპროფესიონალიზმის გამო რამდენიმე ხნის წინ ბავშვიც დაეღუპათ.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დროულად გავიგე ყველაფერი და ბავშვი მიმყავს აქედან იმიტომ, რომ ახალი ვირუსი შეუბრუნდა (არც ფანჯარაა და არც ცალკე პალატები, მუდმივად სხვა ვირუსიანი ბავშვების გარემოცვაში ხარ ადამიანი).

არ შეიძლება, ყველას განურჩევლად შეეძლოს კლინიკის გახსნა ან ჯანდაცვის სამინისტრო აძლევდეს აკრედიტაციას ყველას. ან ექიმებს ჰქონდეთ ბავშვების უაზროდ მკურნალობის და დაღუპვის უფლება ❗️❗️❗️…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები