LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ციხეში არ შეუშვეს – “ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება”

316

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მამა გიორგი მამალაძის სანახავად ციხეში არ შეუშვეს. მისი განცხადებით, მოულოდნელი იყო „მატროსოვის“ თანამშრომლების პოზიცია, მისთვის დეკანოზთან შესვლაზე უარი განეცხადებინათ.

„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, არასწორი განცხადება გააკეთა დეკანომა მიქაელ ბოტკოველმაც, როდესაც განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმების გამო არ შეიძლება ბრალდებულ დეკანოზთან სასულიერო პირების შესვლა.

“მამა მიქაელმა გააკეთა არასწორი განცხადება. მსგავსი თხოვნა ჩვენი მისამართით არ ყოფილა. უბრალოდ იყო თხოვნა, რომ ჩვენ გამოძიების პროცესში საგამოძიებო საკითხებთან დაკავშირებით არ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ ის, რომ მამა გიორგი დაპატიმრებული მღვდელი და უდანაშაულო ადამიანი, სასულიერო პირმა არ მოინახულოს, საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

პოპულალურები