LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ შენ ბინძური მეთოფე ხარ… რა გააკეთა არსენალის ფანმა ტოტენჰემის გულშემატკივრისთვის

136

”არსენალის” ფანმა ”ტოტენჰემის” გულშემატკივარს თირკმელი მისცა.
ნამდვილმა მეგობრობამ საფეხბურთო მტრობა არ იცის.

”ტოტენჰემის” ფანი ტიმ რიდი სერიოზულად იყო ავად და თირკმლის გადანერგვას საჭიროებდა. საშველად მისი მეგობარი დენი მივიდა, რომელიც ”არსენალის” ქომაგია.

”არანაირი სიტყვები არ არსებობს იმის გადმოსაცემად, რაც ამ ბიჭმა გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მან სიცოცხლის მეორე შანსი მომცა და თავად თავი საფრთხეში ჩაიგდო. მან საკუთარი თირკმელი ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე მომცა. შენ – გმირი ხარ! ყველამ უნდა იცოდეს, რომ შენ საუკეთესო ხარ. მიუხედავად იმისა, რომ შენ ბინძური ”მეთოფე” ხარ, ვამაყობ, რომ ჩემი მეგობარი ხარ”, – დაწერა ტიმმა ფეისბუქზე.

გამოჯანმრთელების შემდეგ ბიჭები ალბათ ერთად წავლენ ”არსენალისა” და ”ტოტენჰემის” მატჩზე, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები