LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად ოკუპაციისა, საზოგადოება 27 წელია დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს- გიორგი მარგველაშვილი

43

მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესზე განაცხადა.

ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რადგან ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც აქვს მთელი თავისი შედეგები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს განვითარებაში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯდება თანამედროვე ევროპულ კონტექსტში და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

“კონსტიტუცია იდეალურ შემთხვევაში, ერთმანეთში ორ მნიშვნელოვან საფუძველს აერთიანებს. ერთი არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლითაც განმსჭვალულია ნებისმიერი ერის სოციალური, კულტურული ცხოვრება, ხოლო მეორე არის ის სპეციფიკა, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას და შეესატყვისება ტრადიციებს, ასევე სახელმწიფოს მართვას. ამ ორი მნიშვნელოვანი ტენდენციის სინერგიით, იქმნება ის, რაც ქვეყანას აძლევს ჩარჩოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ამ პროცესს. მე მიხარია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება. საკონსტიტუცო სასამართლოს საქმიანობა აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები