LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს” – კალაძე

34

საქართველო ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, ეს არის პრემიერის დამსახურება. მინდა მისი ბოლო ვიზიტი განსაკუთრებით გამოვყო. მთლიანად ეს პროცესი მე არ მინდა მიიწეროს მხოლოდ და მხოლოდ ,,ქართულმა ოცნებამ” , ამ მიმართულებით მოძრაობა, მსვლელობა ბევრი წლის წინ დაიწყო. ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა იქნა გატარებული ჩვენს ქვეყანაში როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე იმის წინა ხელისუფლების დროს და ჩვენ ფაქტობრივად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დარბიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმგზავრონ ევროპულ ქვეყნებში, მიუხედავად მათი ვიწროპარტიული ინტერესებისა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აუცილებლად შეძლებენ ვიზების გარეშე მიმოსვლას ევროკავშირში”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები