LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაწყო – კვირიკაშვილი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად იღებს მონაწილეობას

27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს დაიწყო და 19 თებერვლამდე გაგრძელდება.

წელს კონფერენციის დღის წესრიგშია – ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები