LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმები ბატონი მამუკას ხედვას – კახა კალაძე

101

ხალხს აქვს მოლოდინი იმისა, რომ რეფორმები, რომელიც არის დაწყებული, მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, რომ ის კეთილდღეობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ აისახოს თითოეულ მოქალაქეზე,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მცირე მთავრობის მოდელის შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანას მობილურობა, ეფექტურობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

“მივესალმები ბატონი მამუკას ხედვას. მან დღეს წარადგინა თავისი მიდგომები, თავისი ხედვები მცირე მთავრობასთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევით შევუდგეთ საქმის კეთებას. ხალხს აქვს მოლოდინი იმისა, რომ რეფორმები, რომელიც არის დაწყებული, მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, რომ ის კეთილდღეობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც დაანონსდა -მობილურობა, ეფექტურობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება – ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები