LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივესალმები, რომ წმინდა ადგილებში ლგბტ პირები არ შეიკრიბებიან – იღუმენი თეოდოსი

78

იღუმენმა თეოდოსმა რუის ურბნისის ეპარქიიდან, საქართველოს მოსახლეობას ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. თეოდოსის თქმით, 17 მაისი მხოლოდ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეა.

“მივესალმები, რომ დღეს ქაშუეთის მიმდებარედ წმინდა ადგილებში, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, ე.წ. ლგბტ პირები არ შეიკრიბებიან.  ისინი არიან სოდომისა და გომორის ცოდვის მატარებლები. თვითონ ბიბლიურად სოდომისა და გომორის დროს გადარჩა მხოლოდ 4 ადამიანი. ლოთი კაცი მისი ცოლი და ორი შვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ყოველთვის შეიწყალებს ოჯახებს,” –  განაცხადა იღუმენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 17 მაისს სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღევანდელი ღონისძიებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან, ვარდების მოედანთან და ქაშუეთის ეკლესიასთან იმართება. პატრიარქი 14:00 საათზე 6 და მეტ შვილიან ოჯახებს სამების საკათედრო ტაძარში დალოცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები