LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართოთ თუ არა ლაზერულ ეპილაციას – დადებითი და უარყოფითი მხარეები

1335

პლაჟის სეზონის დადგომასთან ერთად ქალებისთვის აქტუალური ხდება საკითხი, ეპილაციის რომელ სახეს მიმართონ, რომ სხეულზე არასასურველი თმისგან გათავისუფლდნენ. ბიოეპილაციისგან განსხვავებით, ლაზერული ეპილაცია არ მოითხოვს, თმას რაიმე სიგრძე ჰქონდეს და სხვა საშუალებებთან შედარებით, ნაკლებად მტკივნეულია.

კოსმეტოლოგი მიმართავს ლაზერულ სხივს პირდაპირ თმის ფოლიკულისკენ და შლის მას. რამდენიმე კვირის შემდეგ თმა ჩამოცვივდება, კანი კი იდეალურად გლუვი დარჩება.

არის თუ არა უსაფრთხო

ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოებაში ეჭვი უკვე აღარავის შეაქვს. 1997 წლიდან ლაზერული ტექნოლოგიების სამედიცინო ინსტიტუტში, მადრიდში, უამრავი კვლევა ტარდება. მსოფლიოს მასშტაბით არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი, რომელიც ეპილაციის აღნიშნული მეთოდის უარყოფით შედეგზე მიუთითებდა.

რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პროცედურას, ლაზერულ ეპილაციასაც აქვს უკუჩვენებები – ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ონკოლოგიური დაავადებები და ეპილაციის ზონაში ჰერპესის მწვავე ფორმა.

რა უნდა ქნათ, თუ თმა ღია ფერის არის, კანი კი მუქი ტონალობის

სანამ პირველ სეანსზე ჩაეწერებოდეთ, შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენთვის რეკომენდებული ლაზერული ეპილაცია. თუ თქვენ ღია ფერის, თითქმის შეუმჩნეველი თმა გაქვთ სხეულზე, ლაზერის უმეტესი სახეობა ვერაფერს გიშველით. ამასთან, კანი უნდა იყოს ღია ფერის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიიღებთ.

dec7052b8974dd7b4b5c5dcb083c1a4a

ეფექტი

თუ ლაზერული ეპილაციის რამდენიმე სეანსი ჩაიტარეთ, დიდ ხანს აღარ შეგაწუხებთ ზედმეტი თმა. თუმცა იშვიათად მაინც მოგიწევთ სალონში მისვლა და ეპილაციის გაკეთება.

არის თუ არა მტკივნეული

ელექტროეპილაციისა და ცვილისგან განსხვავებით, ლაზერი არ არის მტკივნეული და სხივის შესვლისთანავე გრილდება კანი. თუ ოდნავი ტკივილის ატანაც გიჭირთ, შესაძლოა, პროცედურის დროს დისკომფორტი გქონდეთ.

 შესაძლოა თუ არა, ლაზერული ეპილაციის სახლში გაკეთება

სახლისთვის განკუვნილ ლაზერულ აპარატებს არ აქვთ ისეთი სიმძლავრე, როგორიც კოსმეტოლოგებს აქვთ კაბინეტებში, თუმცა თუ კოსმეტოლოგებთან ჩაწერა გეზარებათ, თქვენთვის კარგი გამოსავალი იქნება.

 2ba26b10f4118c94bc78b4f781e3d6c2

აზიანებს თუ არა კანს

ლაზერი აზიანებს მხოლოდ თმის ფოლიკულს და არა სახის კანს.

რამდენი სეანსია საჭირო

თმის მთლიანად მოსაშორებლად დაახლოებით 6 სეანსია საჭირო. პროცედურები სრულდება თვეში ერთხელ, ასე რომ, თმისგან გათავისუფლებას, დაახლოებით ნახევარ წელში შეძლებთ.

თუმცა გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია და შედეგისთვის, შესაძლოა, მეტი, ან ნაკლები პროცედურა დაგჭირდეთ.

 eca4c42b2379f1a686480a40afd30dc3

არ შეიძლება გარუჯვა

ეპილაციის შემდეგ სულ მცირე 1 კვირის მანძილზე მოერიდეთ მზეს, რადგან მზის სხივები პიგმენტურ ლაქებს გაგიჩენთ სახეზე.

 როგორ მოვუაროთ სახეს

მოგიწევთ, უარი თქვათ სკრაბებსა და პილინგებზე, ეპილაციის შემდეგ ეს საშუალებები კანს აღიზიანებს. ამავე მიზეზით, პროცედურის შემდეგ არ არის მიზანშეწონილი აუზში ცურვა, სადაც ქლორიანი წყალია. პროცედურიდან რამდენიმე დღის მანძილზე სახისთვის იხმარეთ დამამშვიდებელი გელი ან ლოსიონები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები