LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწაში მოყოლილი მუშა თხრილიდან ამოიყვანეს [ვიდეო]

82

თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას დაშავებული მუშა ორმოდან ამოიყვანეს.

მუშა, მთელი ტანით მიწაში ერთი საათის განმავლობაში იყო მოყოლილი. აღსანიშნავია, რომ თხრილი, სადაც ის მოყოლილი, წყლით ივსებოდა და მაშველებმა მისი ამოყვანა დროულად შეძლეს.

დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მუშა მიწაში მაშინ მოჰყვა, როდესაც წყლის მილი გაჰყავდა. მუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები