LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიწის გასხვისებაზე სპეციალური კანონი მზადდება”

73

„მიწის საკითხი – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიწის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციას შესაბამისი ჩანაწერი ემატება. ამასთან, მზადდება სპეციალური კანონიც.

„დღესაც შედგა ძალიან საინტერესო განხილვა, ფართო საზოგადოებასთან – უკვე რუსთავში. დაისვა უამრავი კითხვა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები. იყო უამრავი საკითხი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, საზოგადოებას. თქვენ აღნიშნეთ მიწის საკითხი – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. შესაბამისი ჩანაწერი ემატება საქართველოს კონსტიტუციასაც და გარდა ამისა, მზადდება სპეციალური კანონი, რომლითაც მოხდება ამ საკითხის რეგლამენტაცია, ისე, რომ იყოს დაცული ჩვენი როგორც ეკონომიკური ინტერესები, ისე ეროვნული, სუვერენული ინტერესები“, –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.