LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ნახევარ მილიონზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა

84

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, ნახევარ მილიონზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს.

უფასოდ შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

რეგისტრაციისთვსის საჭირო სერვისების მიღებაში საჯარო რეესტრი მოქალაქეებს პროაქტიულად ეხმარება. ამ ეტაპზე, საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან 25 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 67 000-ზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისით უკვე 2000-მდე მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა”, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები