LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის შესახებ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში იგეგმება

278

მიწის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში აპრილის დასაწყისში იგეგმება, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

კანონპროექტის მიხედვით, რომელზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, თუმცა სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში მთავრობას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება.

უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისევა იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი იჯარის ფორმით რჩება. ასევე საუბარია, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა ასევე პრობლემა არ იქნება. სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა პორტი, სამთო განვითარების პროექტები, მასშტაბური ჰესების პროექტები, გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება მთავრობას“, – განაცხადა დანელიამ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებაზე ამჟამად მორატორიუმი მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები