LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა ირანში – დაშავებულია 10 ადამიანი

114

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მოხდა. დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილო-დასაველთით 375 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირანი სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, შარაბიანის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა.

2003 წელს  ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბამში სტიქიას 26 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები