LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანმიმართულად ხდება ქალაქის დაზიანება – კახა კალაძე

39

„როდესაც რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება მათი დაზიანება,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუ საახალწლო განათებების დაზიანება.

ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არცერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები