LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზი, რის გამოც სახელმწიფომ ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების აუქციონებიდან შემოსავალი დაკარგა

132

ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიების აუქციონზე არაკონკურენტული გარემოს გამო, სახელმწიფომ დაახლოებით, 125 მლნ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში – ”ხე-ტყის კომერციული რესურსების მართვა”. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2013-2015 წლებს.

აუდიტორების განმარტებით, ამ პერიოდში მოქმედი ლიცენზიანტების რაოდენობა 70-ს შეადგენდა. დღეს ეს რიცხვი 46-ია, ვინაიდან რანდემე მათგანს ვადა ამოეწურა. ამ დროისთვის კი ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია.

”შევისწავლეთ ლიცენზიის გაცემის პროცესი – თუ რა კონკურენციის პირობებში ჩატარდა აუქციონები და რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში სულ 60 აუქციონი ჩატარდა, საიდანაც 48 აუქციონში მხოლოდ ერთი პრედენტენტი მონაწილეობდა და შესაბამისად, ფასნამატი მხოლოდ ერთი – 10%-იანი ბიჯი იყო. ამან სახელმწიფოსთვის მისაღები სარგებელი შეამცირა. პროპორციული გამოთვლით, აუდიტის ჯგუფმა დაიანგარშა სამხარაულის ექსპერტიზის ფასებით და აღმოჩნდა, რომ ის შემოსავალი რაც სახელმწიფოს სამ წელიწადში უნდა მიეღო, 125 მლნ ლარით ნაკლებია. ეს სახელმწიფო რესურსის არაეკონომიურ და არაეფექტურ გამოყენებაზე მიუთითებს” – განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები