LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაცრი დიეტის შემდეგ ბიონსემ იდეალურ წონა დაიბრუნა (ფოტო)

41

ტყუპების გაჩენის შემდეგ ბიონსემ იდეალური ფორმები დაიბრუნა. ცნობილია, რომ მომღერალი დიეტოლოგის მკაცრი რეკომენდაციებით იკვებებოდა, რამაც საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. ბევერლი ჰილზში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ „გრემის“ ტრიუმფატორი ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაშია. ის ერთ-ერთ რესტორანთან ჯეი-ზისთან ერთად დააფიქსირეს, როცა წყვილი რომანტიკული ვახშმის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ბიონსე შავ ტანზე მომდგარ ქვედაბოლოში, ტყავის ქურთუკსა და “ტომ ფორდის” საზაფხულო ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.

შეგახსენებთ, რომ ტყუპები, რუმი და სური ბიონსეს ივნისში შეეძინა. მას შემდეგ ის უმკაცრეს დიეტას იცავდა, რომელიც დღიურად მხოლოდ 600 კალორიას მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები