LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკერდით დახატული სალაჰი: მხატვარი ვარსკვლავებს სხეულით ხატავს (ფოტო-ვიდეო)

139

სანკტ-პეტერბურგელმა მხატვარმა ირინა რომანოვსკაიამ საზოგადოებას მის მიერ შესრულებუული ეგვიპტის ნაკრებისა და ”ლივერპულის” ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის პორტრეტი წარუდგინა.

პორტრეტის უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსი მხატვრის ზეთით შესრულებული ნამუშევარი მან საკუთარი მკერდით დახატა.

”მოჰამედ სალაჰი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ამიტომ გადავწყვიტე მისი პორტრეტი შემექმნა. კონტურები ფლომასტერითაა გამოყვანილი, დანარჩენის დასახატად კი საკუთარი სხეული გამოვიყენე”, – განაცხადა რომანოვსკაიამ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=42&v=3vosOa6rlv0

 

აღსანიშნავია, რომ მას სალაჰის გარდა, ისეთი ფეხბურთელების ფოტოებიც აქვს შექმნილი, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები