LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარი დაუჭირეთ აფრასიძის ლელოს: ქართველი მოარგბე შესაძლოა წლის საუკეთესო მელელოვე გახდეს (ვიდეო)

92

გელა აფრასიძის ლელო შესაძლოა წლის საუკეთესო ლელოდ დასახელდეს. ქართველი მორაგბის 2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე ირლანდიასთან დადებული ლელო მსოფლიოს საუკეთესო ლელოს 4 ნომინანტს შორის მოხვდა.

გამარჯვებულს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე მონაკოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.

ხმის მიცემა გულშემატკივარს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე 26 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. ხმის მისაცემად Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET.

აფრასიძის გარდა მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოზე წარდგენილი არიან: ირლანდიისა ნაკრების მესამეხაზელის შონ ო’ბრაიანი (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ). არგენტინის ნაკრების უკანახაზის მოთამაშე ხოაკინ ტუკულეტი (ინგლისის წინააღმდეგ). ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკი პოშა ვუდმენი (აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები