LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარი დაუჭირეთ პარიზს: ფრანგი ვარსკვლავები თავისას აწვებიან

100

ზიდანმა, ბენზემამ და ბლანმა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარიზში ჩატარებას დაუჭირეს მხარი.

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ფეხბურთელ ქარიმ ბენზემასთან და ერთ დროს თანაგუნდელ და ახლა კოლეგა ლორან ბლანთან ერთად, რომელთაც ნიჩბოსანი ტონი ესტანგეც შეუერთდა, ფრანგებს მოუწოდეს მხარი დაუჭირონ 2024 წლის ოლიმპიადაზე პარიზის კანდიდატურას.
„ოლიმპიური თამაშების პარიზში ჩატარების ოცნება ძალიან ახლოსაა ჩემ გულთან. მხარი დაუჭირეთ ჩვენს განაცხადს. ყველანი ერთად წარმოუდგენელ თამაშებს ჩავატარებთ“, – დაწერა ზიდანმა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემფასებელი კომისიის ვიზიტი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები