LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარს დავუჭერდი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – ირაკლი კობახიძე

21

„მხარს დავუჭერდი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მაგრამ ერთია ჩემი შეხედულება და მეორეა რეალობა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ცვლილებისთვის უმრავლესობაში კონსესუსი უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციის მხარდაჭერაა საჭირო.

„უმრავლესობის 116 დეპუტატიდან 4-მაც რომ უარი თქვას, ვერ მივიღებთ ცვლილებას. ამიტომ გვინდა უმცირესობის მხარდაჭერა, მაგრამ მათ უარი თქვეს. ოპოზიცია პრობლემას ქმნის. ჩვენ ვთხოვეთ მათ, მოეწოდებინათ მნიშვნელოვანი საკითხები. დოკუმენტი, სადაც იქნებოდა მათი მოსაზრება, რომელ წელს და რა შემთხვევაში დაუჭერდნენ ამ ცვლილებებს მხარს, არ გვაქვს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები