LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი იპოვეს-ოჯახის ინფორმაციით, ის მონასტერშია

175

გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი ცოცხალია და ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება, ამის შესახებ „ფორტუნას“ მხატვრის დამ, ანა დუღაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მონასტრიდან მონაზონმა დარეკა და განუცხადა ახლობლებს, რომ ბესიკ დუღაშვილი ცოცხალია და მონასტერში იმყოფება.

„ჯერ არ ვიცით, რომელ მონასტერშია, ამას სამართალდამცველები დაადგენენ. მთავარია, ცოცხალია,“ – განაცხადა ანა დუღაშვილმა, რომელიც ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფება.

შსს-ში ჯერ არ საუბრობენ, იპოვეს თუ არა მხატვარი და “ფორტუნასთან” ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, ამჟამად დუღაშვილის ოჯახის წევრებს კითხავენ.

ბესიკ დუღაშვილმა „ფეისბუქზე“ გუშინ გამოსამშვიდობებელი სტატუსი დაწერა :

“როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა…
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…
მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი.”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები