LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხნე და მადლიერი მარადონას ვარჯიში და ცეკვა-თამაში (ვიდეო)

101

საშობაო-საახალწლო დღესასწაულებს ყველა ცდილობს მხნედ შეხვდეს. გამონაკლისი არც თავად გამონაკლისი და გამორჩეული დიეგო მარადონაა.

დიდი კაცი ფორმაში ყოფნას ცდილობს და ამის დემონსტრირებასაც ახდენს. მან პუბლიკისთვის ვიდეო დადო, თუ როგორ ვარჯიშობს და 12 კილომეტრს დარბის ტრენაჟორზე.

ყველა დროის ათიანმა თავისი ქარიზმა ჩართო და ვარჯიშის დროს ცეკვა და სიმღერა დაიწყო.

დონ დიეგო მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა: ბოლოსკენ, ცას გახედა და მადლიერებით მოიხსენია დედა, მამა და… აწგანსვენებული ფიდელ კასტრო.

მარადონა მხნედ გამოიყურება. ამაში თავადაც დარწმუნდებით ვიდეოს ნახვისას, სადაც ისტორიის ლეგენდა თან ვარჯიშობს და თან ერთობა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/DiegoMaradonaOficial/videos/1314013778649968/?pnref=story” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები