LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 13 წუთი და 2 ქულა: გოლდენ სტეიტმა ჰორნეტსი დაამარცხა

25

4-მატჩიანი გასვლითი ტურნე „გოლდენ სტეიტმა“ შარლოტში გამარჯვებით დაასრულა, რომელის განმავლობაშიც მხოლოდ 1 შეხვედრა, მაიამიში წააგო. გამთენიისას ოკლენდელებმა „ჰორნეტსი“ ბოლო პერიოდში გატეხეს და სეზონის 39 გამარჯვება მოიპოვეს.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. სხვათა შორის, არც „შარლოტის“ ცენტრებს უთამაშით ხანგრძლივად. როი ჰიბერტმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, ფრენკ კამინსკიმ კი – 18. ორივემ ჯამში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალეს.
რაც შეეხება ფაჩულიას, ზაზამ თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, უშედეგოდ შეუტია, თუმცა 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს. საუკეთესო კევინ დიურანტი გახდა 33 ქულით, რომლის აქტიურობითაც ოკლენდელებმა დასკვნითი პერიოდი 38:22 მოიგეს და საბოლოოდ 113:103.

39 მოგებითა და 7 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 29 იანვარს, ოკლენდში, „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები