LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მხოლოდ ერთხელ ვუღალატე ინტუიციას და ძალიან ვინანე” – ჯულია რობერტსი

72

”ოსკაროსანი” ჯულია რობერტსი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალაზღაურებადი მსახიობი და ჟურნალ People-ის ვერსიით ოთხგზის ”პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალია”, რომელიც წელიწადში მინიმუმ ერთ ჰიტს მაინც უშვებს. გარდა ამისა, 47 წლის მსახიობი ქველმოქმედებითაა დაკავებული, აქვს თავისი კინოკომპანია Red Om და ზრდის სამ შვილს. რობერტსის ბოლო ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დრამა ”ფულის მონსტრი”, სადაც მას პარტნიორობას ჯოდი ფოსტერი და ჯორჯ კლუნი უწევენ და ”საიდუმლო მათ თვალებში”. რობერტსმა ფილმში დეტექტივის როლი შეასრულა, რომელიც ქალიშვილის მკვლელობისთვის იძიებს შურს.

ჯულია რობერტსის თაყვანისმცემლები ყოველთვის მოუთმენლად ელიან მის გამოჩენას ეკრანზე თუ პრესის პურცლებზე, ამიტომ მსახიობმა მათ სიურპრიზი მოუმზადა და საკუთარი ცხოვრების ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლითაც თვითონ ხელმძღვანელობს.

”მიყვარს ოჯახური ვახშმისთვის კერძების მომზადება. დედაჩემი ძალიან კარგი კულინარი იყო, სწორედ მისგან ვისწავლე საუკეთესო ლაზანიას კეთება. ის ჩემი პირველი წარმატებული კერძია, რომელიც ყოველთვის დიდი წარმატებით სარგებლობს”.

”არასდროს მივყვები მოდურ ტენდეციებს, საკუთარი გემოვნებით ვიცვამ და მხოლოდ იმას, რაც მომწონს. ძალიან გამიმართლა, უამრავი ლამაზი ადგილი მოვინახულე. მოგზაურობა – ჩემი ყველაზე საყვარელი გართობაა, იტალია კი – საყვარელი ქვეყანა”.

”ცხოვრებისეული სირთულეების გარკვევაში ზოგჯერ კარგი მასწავლებლები მეხმარებიან, ზოგჯერ კი, მათი არარსებობა. ადამიანისთვის უყურადღებოდ დარჩენა ისეთივე სასარგებლო შეიძლება იყოს, როგორც შექება”.

”ერთხელ ბოტოქსი მოვსინჯე და მერე რამდენიმე თვე გაკვირვებული გამომეტყველებით დავდიოდი. ძალიან არ მომეწონა. მე სამი შვილი მყავს და მათ ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდნენ რა ემოცია მაქვს კონკრეტულ მომენტში. ჩემთვის ეს პრინციპიალურად მნიშვნელოვანია”.

”შეუძლებელია არ დააფასო ლიტერატურის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. მემგონი, რაც მოზარდობაში საუკეთესო შევიძინე, ყველაფერი წიგნებში ვიპოვე. ტომას ჰარდი – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია. ჯოან დიდიონის წიგნები კი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

”მე არ ვარ სოციალურ ქსელში, იმიტომ არა, რომ რაიმე მაქვს მისი საწინააღმდეგო, უბრალოდ არ მესმის. ვისთვის ვწერ სტატუსს ტვიტერში? მემგონი ეს იგივეა, გახვიდე ქუჩაში და იყვირო. ონლაინ-ურთიერთობაში მე ცოცხალი ურთიერთობა, ადამიანთან კავშირი მაკლია. არც ჩემი ბავშვები არიან სოციალურ ქსელში, ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან ამისთვის”.

”ზუსტად არასდროს ვიცი რას ვეძებ, როცა პირველად ვკითხულობ სცენარს. მე ყოველთვის ინსტიქტურად ვმოქმედებ. მხოლოდ ერთხელ ვუღალატე ინტუიციას და ძალიან ვინანე”.

”მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ოღონდ არაჩვეულებრივი პროფესიით. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც დამეხმარებოდა მე, როგორც პოპულარულ ადამიანს, საიდუმლოდ შემენახა პირადი ცხოვრება. მხოლოდ ერთი შემიძლია – ყველაფერს გაგებით მოვეკიდო და სიამოვნება მივიღო იმისგან, რაც მაქვს”.

”ბოლო დროს ყველა შეიშალა ასაკზე. ზედმეტად ბევრი არაჯანსაღი ყურადღება ეთმობა ასაკს, რომელიც ჩემი აზრით გარკვეულ შიშს ბადებს. ჩვენ ყველანი ვბერდებით და ეს ნორმალურია!”

2014 წელს ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის Calzedoniа სარეკლამო კამპანიის ”ცხოვრება – მოგზაურობაა” ვარსკვლავი გახდა.
მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმის გადაღებები Calzedoniа-ს მაღაზიაში მიმდინარეობდა, რეჟისორობა კი, ”ოსკაროსანმა” გრანტ ჰესლოვმა ითავა, რომელსაც ჯულია რობერტსთან ხანგრძლივი მეგობრობა და რამდენიმე ერთობლივი პროექტი აკავშირებს, მათ შორის დრამა ”აგვისტო”, რომელითაც მსახიობმა ”ოსკარის” პრემიის ნომინაცია მოიპოვა.

e3a65661e09ef6ff5d75726fee7ab58d

af4cbf5de66141aabd31ec25bfb18389

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები