LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვდარივით მთვრალი ერთ პენად, მიცვალებული – ორად: წარმატებული სარეკლამო იდეები

146

პირველად, რეკლამის შექმნის იდეა, XVII საუკუნეში, ინგლისში გაჩნდა. პირველი რეკლამა კი სასმელებით მოვაჭრე დაწესებულებას, ანუ ჩვენებურად ბარს გაუკეთდა. ორიგინალურ იდეასთან ერთად, რეკლამა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა: “მკვდარივით მთვრალი ერთ პენად, მიცვალებული – ორად”.


პირველად, ე.წ. სამისამართო რეკლამა, პეტერბურგელმა ლუდის მეწარმეებმა გამოიგონეს. მათ 1910 წელს, ლუდის რეკლამა, ასანთის კოლოფებზე განათავსეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ლუდის მოხმარება ერთ თვეში, 5-ჯერ გაიზარდა.


მეტად უცნაური, თუმცა ეფექტური სარეკლამო იდეა ამერიკაში, კონკორდის ბიბლიოთეკის კავშირში გაჩნდა. კავშირმა, ბიბლიოთეკის სამომხმარებლო ნუსხიდან, მარკ ტვენის ყველა წიგნი ამოიღო – “წიგნი უვარგისია, მას მხოლოდ ჯურღმულში მცხოვრებლები თუ გამოიყენებენ”, – განაცხადეს ბიბლიოთეკის კავშირის წევრებმა. მოგვიანებით ამ სიტყვებმა ზედმეტი 25 ათასი ეგზემპლარის გაყიდვა უზრუნველყო.


1904 წელს, ოპერა “ჩიო-ჩიო-სანის” დადგმისას, კომპოზიტორმა ჯაკომო პუჩინიმ მეტად ეფექტური სიახლე გამოიყენა, რამაც არა მარტო გამოაცოცხლა დიზაინი, არამედ უდიდესი რეკლამა გაუწია ჰალსტუხებისა და პეპელას მწარმოებელ ფირმას. მან თითოეულ ორკესტრანტს ჰალსტუხი-პეპელა მოარგო.


საკმაოდ მაღალშემოსავლიანი გახდა, ისრაელში რძის პროდუქტებისა და “ჩუპა-ჩუპსის” წარმოება, მას შემდეგ, რაც ეს ნაწარმი კოსმოსში გაგზავნეს და კოსმონავტებმა დააგემოვნეს. კოსმოსში გადაღებული რეკლამა კი ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიანად ითვლება მსოფლიოში.

 


უნიკალური სარეკლამო იდეა, ყველაზე იაფად, ნიუ-იორკში ყვავილების მაღაზიის მეპატრონემ განახორციელა. მან გაზეთში განცხადება განათავსა, რომლითაც სხვადასხვა ფირმის მდივნებს მოუწოდებდა, ეყიდათ ყვავილები მხოლოდ მის მაღაზიაში.


მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხარისხიანი რეკლამა, 1960 წელს, იტალიურმა ფეხსაცმლის ფირმამ გააკეთა.საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლის ცნობილი დიდი ფოტო, ოღონდ იტალიური ფეხსაცმლით ხელში და… უსიტყვოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები