LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა მუხიანში – ფაქტზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს

139

მკვლელობა თბილისში – მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. შსს-ის ცნობით, მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი, 1982 წელს დაბადებული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მის სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი – „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები