LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა თბილისში – თემქაზე სტუდენტი გოგონა მოკლეს

68

თბილისში, ე.წ. ზღვის უბანში, შატილის N3-თან მკვლელობა მოხდა. “ფორტუნას” ინფორმაციით, უცნობმა პირმა, სტუდენტი გოგონა მოკლა.

როგორც ადგილობრივები “ფორტუნასთან” ამბობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული ადგილზე კი დილიდან საპატრულო, ოპერატიული პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

“ამ ადგილზე ავტოფარეხებია, ამბობენ, რომ ვიღაც გოგო მოკლეს. არ ვიცი თანამშრომელი იყო თუ სხვა ვინმე”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი “ფორტუნასთან”.

შსს-ს ინფორმაციას ადასტურებს, პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

“გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები