LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს

46

სამართალდამცავებმა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარი  გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით  2 პირი დააკავეს.

პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. ის 24 ივნისს ვაჟა ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე,  ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი  იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე  გარდაიცვალა. ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი  დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის –  გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს. გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და  236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები