LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ყიფშიძეზე: შსს-მ გამოძება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

73

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით- 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის და 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლებით აღძრა. ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ავტოსახელოსნოში მომხმარებელსა და ერთ-ერთ თანამშრომელს შორის მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა ხელოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა მანქანა ავტოსახელოსნოში მიიყვანა, ხელოსანმა სთხოვა, დაეცადა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას ესროლა.

ხელოსანი კლინიკაში მალევე გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები