LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მლეთასთან სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული

100

სოფელ მლეთასთან, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული.

როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, აქტიურ სეზონზე რუსულ მხარეს მათ გატარებასთან დაკავშირებით ლიმიტი აქვს დაწესებული. უწყების ინფორმაციით, პრიორიტეტი ტურისტებისა და მსუბუქი ავტომობილების გატარებას ენიჭება, ხოლო თუკი დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე 400 ტრაილერი მაინც არ გავიდა, ეს რიგის წარმოქმნას იწვევს.

“180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს  შემოსავლების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები