LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

97

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის ვინაობა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი და მას პარტიის თავმჯდომარე დაასახელებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანასა და ხალხს სჭირდება თვისობრივი ცვლილებები და ჩვენ მივიღებთ ამას.

“რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნება გაიგებთ რამდენიმე წუთში. ის იქნება ღირსეული კანდიდატი. სახელს და გვარს დაასახლებს პარტიის თავმჯდომარე და შემდეგ ურავლესობა განიხილავს მას. დარწმუნებული ვარ კვირიკაშვილს, რომელიც ჩვენი პრემიერ იყო, ძალიან გაუხარდება, თუ მას შეცვლის კიდევ უფრო ძლიერი და ენერგიული პრემიერი,” – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები  უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

მისი თქმით, ამოსავალი კრიტერიუმებია, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ასევე წარდგინოს სამოქმედო გეგმა სოციალურ საკითხების მიმართულებით.

კითხვაზე – განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, თალაკვაძე პასუხობს: „ეს იყო პრეზიდენტის ვარაუდი, ამ შემთხვევაშიც, მისი პოლიტიკური პროგნოზი მცდარია“.

ის რომ დღეს ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე არის ღირსეული ადამიანი, ამაზე საუბრობს საპარლამენტო ურავლესობის წევრი სოფიო კილაძეც.