LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში არანაირი ბანაკები არ არსებობს – მამუკა მდინარაძე

46

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ახალი ფრაქციების შექმნის საკითხს გამოეხმაურა. არანაირი ბანაკები არ არსებობს,”- ამბობს მდინარაძე. მისი თქმით, ფრაქციების შექმნაზე უსაფუძვლო სპეკულაციები ისმის.

კითხვაზე, თუ ვინ განიხილება ახალი ფრაქციების თავმჯდომარეებად, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საუბარია გოჩა ენუქიძესა და ბიძინა გეგიძეზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების შემადგენლობაში ორი დამატებითი ფრაქცის შექმნა პარტიის მიერ წინასწარ გაცხადებულ პროცესთან არის დაკავშირებული და მას არაფერი აქვს საერთო გია გაჩეჩილაძის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით აგორებულ  სკანდალთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები