LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში დღეს იმსჯელებენ, რა ფორმით მიიღებს “ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

27

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხთან დაკავშირებით დღეს მმართველ გუნდში იმსჯელებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ თემას განიხილავენ პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრაზე.

დისკუსიის საგანი იქნება როგორც “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმა, ასევე კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი ვარიანტი, რაც “ქართულ ოცნებაში“ ყველაზე აქტიურად განიხილება, არის ის, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს, ამომრჩევლებს საკუთარი კანდიდატურა არ შესთავაზოს და მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადოს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის კონტექსტში სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები