LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი ამ ქვეყანაში კონსენსუსს სისუსტედ მიიჩნევს – თინათინ ხიდაშელი

136

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მთელ ამ პროცესში ყველაზე სამწუხარო არის ის, არა როგორი იქნება საარჩევნო სისტემა, არამედ ის, რომ დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავზე, საქართველო ისევ ისეთ კონსტიტუციას იღებს, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეცვლის.

ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა განცხადება პრეზიდენტთან არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ხიდაშელის თქმით, ამ დოკუმენტს, როგორც ჩანს, პერსპექტივა არ აქვს:

“საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ერთგვარი წყევლა. მმართველი გუნდი ისევე, როგორც ყველა მმართველი გუნდი ამ ქვეყანაში, ამჯერადაც კონსენუსს სისუსტედ მიიჩნევს და არა აბსოლუტურ აუცილებლობას სახელმწიფოს სწორი მშენებლობისთვის”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები