LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 4 მიმართულებით გეგმავს

44

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესს ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე დაიწყებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, ინფორმაციით ცვლილებები  კონსტიტუციაში 4 მიმართულებით იგეგმება.

„როგორც კი ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირების პროცესს. მუშაობას ვაპირებთ ოთხ საკითხზე, აქედან ორი დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან – ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება; ასევე ვიმუშავებთ საკონსტიტუციო სასამართლოს როლსა  და რელიგიის თავისუფლების მუხლზე,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმალურად შექმნის საჭიროება აღარ არის, თუმცა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაინტერესებულ ჯგუფებთან  შეხვედრები და საერთო-სახალხო განხილვაგაიმართება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან პასუხს ელოდება, მოაწერს თუ არა ხელს პარლამენტის მიერ მიღებულ პაკეტს. თუკი გიორგი მარგველაშვილი ხელმოწერაზე უარს იტყვის, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს, რის შემდეგაც დოკუმენტი  „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები