LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ლგბტ პირების სამოქალაქო პარტნიორობა დაუშვას – ომბუდსმენი

113

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება აღიაროს. ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი.

“საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, რეგულირებას. მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად, მნიშვნელოვანია ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი მდგომარეობის აღიარების სხვა ფორმების შემოღებაც, მაგალითად, სამოქალაქო პარტნიორობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან,”- აღნიშნულია ანგარიშში.