LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

127

„მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს,“ – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლომჯარიას თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების მომატებული რაოდენობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამების მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება.

„ამ პრობლემების გადასაჭრელად, ერთი მხრივ, აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამების გაშლა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გაკონტროლდეს ცხოველთა გამრავლება, დაექვემდებაროს ეს კანონით შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს. თუკი მხოლოდ ძაღლსაშენები იქნება ადგილი, სადაც ცხოველები გამრავლდებიან, ეს იქნება რეალურად ისეთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეამცირებს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობას ქუჩაში. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს შინაური, ბინადარი ცხოველების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილება. სტერილიზაცია-კასტრაციით ცხოველთა უფლებები არ ილახება. ეს არის პოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდი და ასეთ დროს ცხოველი 2-4 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ასევე, მცირდება სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკები,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ქალაქში ძაღლების ხროვის შემჩნევის შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას 112-ში დარეკვისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები