LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს – ელენე ხოშტარია

54

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ელენე ხოშტარიას, განცხადებით, ქვეყანა დროს კარგავს იმისთვის, რომ ნაბიჯი უფრო დემოკრატიული სახელმწიფოსთვის გადადგას.

ხოშტარიას განცხადებით, სამწუხაროდ, უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საერთაშორისო აზრისა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის, რათა ის გაიტანოს, რაც ჩაფიქრებული აქვს და რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

„ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის, ან რამეს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორი კონსტიტუციაც უნდა მოირგონ, ისინი ხელისუფლებას ვერ გაიხანგრძლივებენ. პირიქით, ეს ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზაა. ძალიან მკაფიო პროტესტი გვექნება,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს. უმრავლესობა ვეტოს არ იზიარებს, შესაბამისად, მას ვეტოს დაძლევისთვის 113 ხმა დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები