LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს – მამუკა ბახტაძე

34

წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.

“ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

“წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სააქრთველოში ოფიციალური ვიზიტით 23-24 აგვისტოს ჩამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები