LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს – არჩილ თალაკვაძე

45

“მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ,”  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენებაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

”ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ შეხვედრას. პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას მედიას და საზოგადოებას. ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ამიტომ მჯერა, ახლო მომავალში არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები