LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოაშორეთ ეს რუსეთი: მსოფლიო დოპინგით გაჟღენთილი რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმა

52

16 ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტო გამოვიდა მოთხოვნით – ჩამოაშორონ რუსეთი სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობას.

ანტისადოპინგო სააგენტოების ხელმძღვანელებმა შესაბამისი მიმართვა გაუგზავნეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელშიც ითხოვენ – აეკრძალოთ რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის თამაშებში მონაწილეობა.

“ჩვენ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე – რამდენად “სუფთა” იქნება 2018 წლის ოლიმპიური თამაშები. ჯერ ბოლომდე გამოძიებული არ არის სამხილები რუსი სპორტსმენების მიერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენებაზე, აგრეთვე, რუსი ოლიმპიელები არასაკმარისად მოწმდებოდნენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში”, – წერია სააგენტოების განცხადებაში.

რუსეთის მოკვეთას ოლიმპიური თამაშებიდან შემდეგი ქვეყნები ითხოვენ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური და შვედეთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები