LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოჭრილი ხის სანაცვლოდ საკომპენსაციო გადასახადი უნდა გაიზარდოს – კახა კალაძე

87

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, მწვანე ნარგავების ჭრის საფასური გაიზარდოს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურს, ასევე მაია ბითაძეს მინდა დავავალო, რომ ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩაერთოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე სივრცეების, პარკების, სკვერების ხარჯზე. როგორც ტრანსპორტის როლი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავებიც.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია, მაგრამ არ არის გადახდილი საკომპენსაციო თანხები, გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოსთხოვოთ. ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ სამუშაოს გავლა. ეს შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. უმოკლეს ვადებში მოამზადეთ სამართლებრივი ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში მოჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენიმეჯერ გაზრდასთან დაკავშირებით . დღეს საშუალოდ საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი, რომ კანონში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ დაიხმარეთ პარლამენტი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა-პატრონობაზე”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები