LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოჩვენება” ქეითის და უილიამის ქორწილის ფოტოზე

178

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინებიდან 5 წელი გავიდა და საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ფოტოები ახლაც არ ჰკარგავს პოპულარობას. ამის მიხუხედავად, ტაბლოიდებმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს „უცნაური“ გამოსახულება ერთ-ერთ ფოტოზე.

The Sun წერს, რომ სურათზე,  სადაც ახალდაქორწინებულები ერთმანეთს კოცნიან, მათ ფონად „მისტიკური მუქი აჩრდილი სჩანს“. „მოჩვენება“ ქეითის მხარეს დგას.

Duchess-of-Cambrid_2831984a

აჩრდილებზე აქამდე, მართალია, არავის დაუწერია, თუმცა ბევრი სხვა დეტალი სამეფო ქორწილიდან დღემდე განხილვის თემაა. დიზაინერი ქრისტინ კენდალი ამტკიცებს, რომ ალექსანდერ მაკქუინის მოდის სახლის მიერ შექმნილი კაბის იდეა მას ეკუთვნის და უკითხავად მოიპარეს.

კენდალი მოდის სახლს სასამართლოში უჩივის, ალექსანდერ მაკქუინი კი ბრალდებებს უარყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები